ჟოან ფონტესის ინფორმაციით, ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს #1TVSPORT
ჟოან ფონტესის ინფორმაციით, ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს #1TVSPORT

ბრაზილიელ ფეხბურთელს, ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნება ნებისმიერ ფასად სურს, – ინფორმაციას სპორტული ჟურნალისტი ჟოან ფონტესი ავრცელებს.

ამჟამად საუდის არაბეთის ლიგის გუნდის, „ალ ჰილალის“ ფეხბურთელს ესპანეთში დაბრუნების სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც „ბარსელონადან“ ილქაი გიუნდოგანის წასვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაჩნდა.

თუმცა, ესპანური ფეხბურთის გრანდის ფინანსური პრობლემების ფონზე, სპორტული მედია ნეიმარის ტრანსფერს გამორიცხავს.

32 წლის ბრაზილიელი „ბარსელონას“ რიგებში 2013-2017 წლებში ირიცხებოდა, მან გუნდის მაისურით 186 შეხვედრა ჩაატარა და 105 გოლი გაიტანა, 2015 წელს კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.