„ჟირონას“ წაუგებელი სერია 14 მატჩამდე გაიზარდა - კატალონიური კლუბი ლა ლიგის ლიდერია #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში „ჟირონა“ „სელტას“ ესტუმრა და მასპინძლები მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.
„ჟირონას“ წაუგებელი სერია 14 მატჩამდე გაიზარდა – კატალონიელებმა ბოლო შეხვედრა გასულის წლის 30 სექტემბერს მადრიდის „რეალთან“ დათმეს.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში „ჟირონა“ 55 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია და მეორე პოზციაზე მყოფ „სამეფო კლუბს“ ერთი ქულით ასწრებს, მესამე საფეხურზე კი „ბარსელონაა“ (44 ქულა).
„ჟირონა“ ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურის შეხვედრას „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ 3 თებერვალს გამართავს და წაუგებელი სერიის 15 მატჩამდე გაზრდას შეეცდება.