„ჟირონას“ უკრაინელი გარემარბი ვიქტორ ციგანკოვი „ეინდჰოვენთან“ მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT
„ჟირონას“ უკრაინელი გარემარბი ვიქტორ ციგანკოვი „ეინდჰოვენთან“ მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა ერთა ლიგაზე საქართველოსა და ალბანეთთან მატჩებისთვის ნაკრებში ვიქტორ ციგანკოვი გამოიძახა. ამის მიუხედავად, ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი გარემარბი ჩემპიონთა ლიგაზე „ჟირონას“ ნიდერლანდურ „ეინდჰოვენთან“ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

უკრაინელი ნახევარმცველი „ჟირონას“ განაცხადში იმიტომ ვერ მოხვდა, რომ ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის და მისი დაბრუნება 10 ნოემბერს „ხეტაფესთან“ ლა ლიგის მატჩშია მოსალოდნელი.

ციგანკოვმა ტრავმის გამო „ჟირონაში“ ექვსი მატჩი გამოტოვა, ხოლო უკრაინის ნაკრებში ოქტომბრის შეხვედრებში არ მიუღია მონაწილეობა. მან მიმდინარე სეზონში ესპანური კლუბის შემადგენლობაში რვა მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ჟირონა“ ჩემპიონთა ლიგზე „ეინდჰოვენს“ 5 ნოემბერს სტუმრად ეთამაშება, ხოლო უკრაინის ნაკრები ერთა ლიგაზე 16 ნოემბერს საქართველოს ბათუმში ესტუმრება, 19 ნოემბერს კი ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება.