„ჟილ ვისენტეს“ მწვრთნელი - აბურჯანიას ვენდობით, მაგრამ ნაკრებში დიდი დრო უცდება #1TVSPORT
პორტუგალიის თასის ბოლო ტურში „კონდეიშას“ დამარცხების შემდეგ, „ჟილ ვისენტე“ ახლა „ლესასთან“ შესახვედრად ემზადება. მატჩის წინ რიკარდო სუარეშმა შეაქო მეტოქე და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი აბურჯანიას შესახებაც ილაპარაკა.
„ჟილ ვისენტეს“ მწვრთნელმა გააანალიზა, რა ხდებოდა ნაკრებში გამოძახებული ქართველი ნახევარმცველის თავს:
„ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ვენდობით და აქვს კლასი. მან შესანიშნავად აითვისა სათამაშო სქემა, რასაც გუნდი მისგან ითხოვდა, მაგრამ რაც საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით ხდება, ჩემთვისაც და მისთვისაც პრობლემაა“, – ამბობს რიკარდო სუარეში.
„ჟილ ვისენტეს“ მწვრთნელის თქმით, პრობლემას აბურჯანიას ხშირი გამგზავრება ქმნის:
„მას ნაკრებში ხშირად იწვევენ და ამის გამო ბევრი ვარჯიში უცდება. ეჭვგარეშეა, რომ ეს მას ავნებს. ჩვენ შემდეგი თამაშისთვის მოსამზადებლად 15 დღე გვქონდა, მაგრამ გიორგი ჩვენთან არ იყო. ეს გვაიძულებს, რომ მისი დაბრუნების შემდეგ, მასთან საკამოდ ხანგრძლივი აღდგენითი ვარჯშები ჩავატაროთ. ამავე დროს, ჩვენ აბურჯანიას პოზიციაზე სხვა მაღალი კლასის მოთამაშეები გვყავს, ეს კი ქართველი ნახევარმცველისთვის ორი ცუდი ფაქტორია“.