„ჟილ ვისენტემ“ „მარიტიმუ“ დაამარცხა - ქართველებიდან მხოლოდ აბურჯანიამ ითამაშა #1TVSPORT
„ჟილ ვისენტემ“ „მარიტიმუ“ დაამარცხა - ქართველებიდან მხოლოდ აბურჯანიამ ითამაშა #1TVSPORT

პორტუგალიის ჩემპიონატში ერთმანეთს ქართველების გუნდები შეხვდნენ, მაგრამ ქართული დერბი არ შედგა – „ჟილ ვისენტემ“ „მარიტიმუს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

გიორგი აბურჯანია ამჯერად „ჟილ ვისენტეს“ შემადგენლობაში ვერ მოხვდა და მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა. „მარიტიმუს“ სათადარიგოთა სკამზე დარჩა 32 წლის ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე, რომელიც თავიდან ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა, მაგრამ 18 თებერვლის შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.

გასვლაზე პორტუგალიური გრანდის, „პორტუს“ დამარცხების (2:1) შემდეგ აბურჯანიას გუნდმა ზედიზედ მეორე თამაშიც მოიგო. „ჟილ ვისენტემ“ ანგარიში პედრო ტიბას გოლით 23-ე წუთზე გახსნა, საბოლოო ანგარიში კი 82-ე წუთზე ტომას არაუხომ დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით „ჟილ ვისენტემ“ (29 ქულა) მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა და მე-14 პოზიციიდან მეცხრეზე დაწინაურდა. „მარიტიმუ“ (16 ქულა) კი მე-16 ადგილზეა და რთულ მდგომარეობაშია.