ფრანგმა ჩოგბურთელმა ჟილ სიმონმა ილაპარაკა თავის ურთიერთობაზე როჯერ ფედერერთან და ნოვაკ ჯოკოვიჩთან.
„ცდილობენ ჩვენ კარგი ფედერერი მოგვყიდონ. ეს გასაგებია, რადგან ის აღფრთოვანებას იწვევს. მაგრამ არც ჯოკოვიჩი უნდა დაგვავიწყდეს. დიახ, ნოვაკი ფედერერი არ არის, მაგრამ მისით აღფრთოვანებაც შეიძლება.
ყველას უნდა როჯერი ისტორიაში უდიადესად მიიჩნიოს, რადგან ყველა მის სტილს აკვირდება. შემდეგ კი ეს თვისებები ჩოგბურთელის პიროვნებაზე გადააქვთ. ფედერერის შემთხვევაში, დამთხვევა იდეალური გამოდის.
ჯოკოვიჩთან დაკავშირებით ასე არ არის. მისი თამაში არ იწვევს აღმაფრენას – სერბი მეტად პრაგმატულია. ნოვაკი ზარალდება ამის გამო. უიმბლდონის ფინალში მაყურებელი ჯოკოვიჩის წინააღმდეგ იყო. ეს რთულია“, – თქვა სიმონმა.