ჟესტი პატივისცემის ნიშნად - კვასხვაძემ „ტორპედოს“ თამაშზე დაშავებულ გულშემატკივარს მაისურა გადასცა #1TVSPORT
ჟესტი პატივისცემის ნიშნად - კვასხვაძემ „ტორპედოს“ თამაშზე დაშავებულ გულშემატკივარს მაისურა გადასცა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარე როინ კვასხვაძე გუნდის ერთ-ერთ გულშემატკივარს, მიხეილ ცანავას სახლში ესტუმრა და საჩუქრად საკუთარი 39-ნომრიანი მაისურა გადასცა.

საქმე ისაა, რომ 12 დეკემბერს მარტვილის „მერანთან“ ეროვნული ლიგის პლეი ოფის მატჩის დროს, როგორც ნამდვილი ქუთაისელი გულშემატკივარი, მიხეილ ცანავაც სტადიონზე იმყოფებოდა.

დაძაბული მატჩის მოგების შემდეგ ის სხვებთან ერთად „ტორპედოს“ გამარჯვებასა და გუნდის ეროვნულ ლიგაში დარჩენას აღნიშნავდა. სამწუხაროდ, ამ დროს ქუთაისური კლუბის გულშემატკივარმა ფეხი მოიტეხა.

გაირკვა, რომ მას სურდა გამარჯვებით მიღებული ემოცია როინ კვასხვაძესთან ერთად გაეზიარებინა. მძიმე ტრავმის შემდეგ სახლში მყოფი „ტორპედოს“ გულშემატკივარი ქუთაისელთა მეკარემ, როინ კვასხვაძემ სახლში მოინახულა, გამოჯანმრთელება უსურვა და საკუთარი 39-ნომრიანი მაისურა გადასცა.