ჟერემი მატიემ კარიერა დაასრულა
ჟერემი მატიემ კარიერა დაასრულა

„სპორტინგის“ მცველმა ჟერემი მატიემ 36 წლის ასაკში კარიერის დასრულება გადაწყვიტა, რისი მიზეზიც მუხლის მძიმე ტრავმა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლისაბონური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„რთულია ასე დამშვიდობება. მინდოდა, კიდევ ერთი მატჩი ჩამეტარებინა სახლში, თუმცა ცხოვრება გრძელდება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ მაისურის ტარება. იმედი მაქვს, რომ „სპორტინგი“ წელს ჩემპიონი გახდება“, – უთხრა მატიემ თანაგუნდელებს.

ჟერემი მატიე „სპორტინგის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავდა, მანამდე კი, 2014-17 წლებში, „ბარსელონაში“ თამაშობდა. საფრანგეთის ნაკრებში მან 2011-16 წლებში რამდენიმე მატჩი ჩაატარა.