ჟანგ ვეილი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პირველი ჩინელი ჩემპიონია (ვიდეო)
ჟანგ ვეილი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პირველი ჩინელი ჩემპიონია (ვიდეო)

ჟანგ ვეილი (20-1) აბსოლუტური საბრძლო ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა. ის პირველი ჩინელი სპორტსმენია, რომელმაც ჩემპიონის ქამარი დაისაკუთრა.

ჟანგმა სატიტულო ორთაბრძოლაში აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი, ჯესიკა ანდრაჟი (20-7), პირველივე რაუნდში 42 წამში ნოკაუტით დაამარცხა. ეს ბრაზილიელი მებრძოლისთვის პირველი მარცხია ბოლო ხუთ ბრძოლაში. მან ჩემპიონის ტიტული როუზ ნამაიუნასის დამარცხებით მოიპოვა.

რაც შეეხება ვეილს, მას ერთადერთი მარცხი კარიერის დებიუტში აქვს. მას შემდეგ ჩინელმა სპორტსმენმა ზედიზედ 20 ბრძოლის მოგება შეძლო.