ჟან ტოდტმა აღიარა, რომ შუმახერის ეპოქის „ფერარის“ „მერსედესმა“ გაუსწრო
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა, რომელიც ლეგენდარული მიხაელ შუმახერის საჩემპიონო სეზონებში „ფერარის“ ხელმძღვანელობდა, აღიარა, რომ „მერსედესმა“ იტალიური გუნდის გასწრება შეძლო .
შუმახერი „ფერარიში“ 1996-2006 წლებში გამოდიოდა. იმ პერიოდში გერმანელი პილოტი მეხუთედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, გუნდმა კი ექვსჯერ მოიპოვა კონსტრუქტორთა თასი. რაც შეეხება „მერსედესს“, ის დომინირებს ფორმულა 1-ში 2013 წლიდან, როცა ჩემპიონატში ტურბოძრავები დაბრუნდა. გერმანულმა საჯინიბომ მას შემდეგ კონსტრუქტორთა თასი ექვსჯერ მოიგო, პილოტებმა კი ექვსჯერ პირად ჩათვლაში გაიმარჯვეს: ლუის ჰემილტონმა ხუთჯერ, ნიკო როსბერგმა – ერთხელ.
„მათ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიეს. უნდა ვაღიარო, რომ ისინი ჩვენზე უკეთ გაუმკლავდნენ სამუშაოს“, – განაცხადა ტოდტმა Grandprix247-თან კომენტარში.