ფეხბურთი | „ჟალგირისისა“ და „დინამო თბილისის“ მატჩი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ უეფა-ს კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას სტუმრად ვილნიუსის „ჟალგირისის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
გუნდებს შორის პირველი თამაში საქართველოს დედაქალაქში 23 ივლისს გაიმართა და თბილისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 3:0 დასრულდა, რაც განმეორებითი შეხვედრის წინ „დინამოს“ დიდ უპიარეტესობას აძლევს.
საქართველოსა და ლიეტუვის გამორჩეული გუნდების დაპირისპირების ისტორია გასული საუკუნიდან იწყება. ვილნიუსის გუნდი საბჭოთა ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა და იმ წლებში „დინამოს“ 18-ჯერ შეხვდა. აქედან ოთხჯერ კლუბმა „სპარტაკასის“ სახელით იასპარეზა. თბილისელებმა 10 შეხვედრა მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს.
ვილნიუსში გასამართ მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენლები განსჯიან. მთავარი არბიტრი ვლატკო ილიოსკი იქნება, მას კუშტრიმ ლიკა და დანიელ ვასილევსკი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი ალექსანდარ ვასილევსკია.
„ჟალგირისთან“ წარმატების შემთხვევაში ქართული გუნდის მეტოქე უეფა-ს კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიის „ჰაიდუკსა“ და კვიპროსის „პაფოსს“ შორის დამარცხებული იქნება. ეს გუნდები ევროპის ლიგაზე თამაშობენ და ერთ-ერთი მათგანი ასპარეზობას კონფერენსლიგაზე გააგრძელებს. პირველი მატჩი ხორვატიაში „ჰაიდუკმა“ 2:0 მოიგო.