"ჟალგირისი" ოთხთა ფინალშია
"ჟალგირისი" ოთხთა ფინალშია

კაუნასის “ჟალგირისმა” ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი დააფიქსირა და პირეოსის “ოლიმპიაკოსი” საკმაოდ დამაჯერებლად გამოთიშა ასპარეზობიდან. შარუნას იასიკიავიჩუსის გაწვრთნილმა გუნდმა საკუთარ არენაზე სერიის რიგით მეოთხე შეხვედრაში ბერძნულ გრანდს შანსი არ დაუტოვა და 10 ქულის სხვაობით 101-91 დაამარცხა.

საერთო ჯამში ლიტვურმა გუნდმა “ოლიმპიაკოსს” 3-1 მოუგო. სერიის უკანასკნელი შეხვედრა “ჟალგირისმა” დამაჯერებლად წარმართა და მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა. ყველაზე მეტი, 21 ქულა, პანგოსის ანგარიშზეა. ბრწინვალე მატჩი ჩაატარა ულანოვასმა (20 ქულა, 9 მოხსნა). ბერძნების რიგებში ყველაზე მეტი 19 ქულა ვეტერანი ვასილის სპანულისის ანგარიშზეა.