დიზაინერმა ნიკოლ მაკლაფლინმა ორიგინალური დიზაინის ქურთუკი შექმნა, რომელიც მთლიანად მეკარის ხელთათმანებისგან არის შეკერილი #1TVSPORT
პუმამ დიზაინერ ნიკოლ მაკლაფლინთან ერთად შექმნა ძალიან საინტერესო და ორიგინალური დიზაინის ქურთუკი, რომელიც მთლიანად მეკარის ხელთათმანებისგან არის შეკერილი.
მოდელი იმ პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც „აფსაიქლინგ“ ჰქვია და მიზნად ისახავს, დაამტკიცოს, რომ ძველი ნივთების გადაყრის ნაცვლად, უმჯობესია, მათგან ახალი ნივთები შევქმნათ. „პუმა“ ასეთ წარმოებაში დიდ პოტენციალს ხედავს, მაკლაფლინი კი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. ის თითქმის არ იყენებს ახალ მასალას სამოსის შესაქმნელად. ასეთი წარმოება ხელს უწყობს ნარჩენების რაოდენობის შემცირებას.
ხელთათმანებისგან შეკერილი ქურთუკის წყალობით დიზაინერის პოპულარობა სოციალურ ქსელებში ძალიან გაიზარდა.