დიუსელდორფის გრანდ სლემის მოგების შემდეგ გურამ თუშიშვილი მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზეა
დიუსელდორფის გრანდ სლემის მოგების შემდეგ გურამ თუშიშვილი მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზეა

დიუსელდორფის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

60 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი რეიტინგში ორი საფეხურით ჩამოქვეითდა და მესამედან მეხუთე ადგილზე გადმოინაცვლა. ამირან პაპინაშვილი კვლავ მე-11 ადგილზეა, ხოლო თემურ ნოზაძემ 5 საფეხურით წინ წაიწია და 30-ე ადგილზეა.

66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილს 4480 ქულა აქვს და დღეისათვის რეიტინგში მეხუთეა. ამ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილი მსოფლიო რეიტინგის 22-ე ძიუდოისტია.

73.კგ-ში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილის ანგარიშზე 3302 ქულა და მსოფლიოში15-ეა, ფრიდონ გიგანი კი 71-ე ადგილზეა.

2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო რეიტინგში სამი საფეხურით დაქვეითდა. მან მე-12-დან მე-15-ზე გადაინაცვლა და ახლა მის ანგარიშზე 3302 სარეიტინგო ქულაა. 4 საფეხურით დაწინაურდა ფრიდონ გიგანი, მან მსოფლიო რეიტინგში 71-ე ადგილზე გადაინაცვლა.

81კგ. წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე კვლავ მეათე ადგილზეა, ტატო გრიგალაშვილი კი რომელმაც დიუსელდორფში გამარჯვება იზეიმა ოთხი საფეხურით დაწინაურდა.

90 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი დიუსელდორფში მოპოვებული ბრინჯაოს მედლის მიუხედავად ერთი საფეხურით დაქვეითდა და მეათეა, მისი შემდგომი ძიუდოისტი კი ლაშა ბექაურია.

100კგ-ში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი დღეისათვის მსოფლიოს მეხუთე ძიუდოისტია.

მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი კი დიუსელდორფის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე გადავიდა და მას 5951 სარეიტინგო ქულა აქვს.