დიუსელდორფის „დიდი მუზარადის“ გათამაშებაზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია
დიუსელდორფის „დიდი მუზარადის“ გათამაშებაზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

 

დიუსელდორფში „დიდი მუზარადის“ მორიგ ტურნირზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებს მონაწილე სამ 66, 73 და 90 წონით კატეგორიებში არ ჰყავს. ხვალ ვაჟებში 60-66 კილოგრამების წარმომადგენლები იჭიდავებენ.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან 23 თებერვალს მხოლოდ ლუხუმ ჩხვიმიანი (60) იასპარეზებს. ის პირველივე წრიდან ჩაებმება შეჯიბრებაში, სადაც ფრანგ ჟოლან ფლორიმონს შეხვდება, მოგების შემთხვევაში კი მონგოლთა მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ბოლდბაატარ განბატსა და ყაზახთა მსოფლიოს ფინალისტ რუსტამ იბრაევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

24 თებერვალს გამარჯვებულები 73-81 კგ. წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. 81 კგ-ში თამაზ კირაკოზაშვილი პირველ წრეში ყაზახ აზიზ კალკამანულის ხვდება, წყვილის გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე საკმაოდ ძლიერი ბულგარელ ივაილო ივანოვს დაუპირისპირდება. ამ ჯგუფში კანადელი მსოფლიოს ფინალისტი ანტუან-ვალუა ფორტიე ჭიდაობს.
ამავე წონაში მჭედლიშვილი პირველ წრეში ყირგიზ ერლან შეროვს ხვდება, მეორე წრეში გასულს კი მეტოქედ ლატვიელ ნიკიტა დუინიოვსსა და რუმინელ ვლად ვისანს შორის გამარჯვებული დაუპირისპირდება.

კვირას გერმანულ ტატამზე 90, 100 და +100 წონის ფალავნები გავლენ. ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი 100 კგ-ში ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის და ოლიმპიადის ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი მეორე წრიდან ჩაებმება შეჯიბრებაში და ყირგიზ ფარუჰ ბულეკულოვს შეხვდება.

მოგების შემთხვევაში კი ის უკვე 1/8 ფინალში იჭიდავებს. ამ წონაში ლაშა ტაველურიც მეორე წრიდან იჭიდავებს, სადაც მისი პირველი მეტოქე გერმანელი დანიელ ჰერბსტატი იქნება.
მძიმე წონით კატეგორიაში კი ლევან მატიაშვილი პირველ წრეში ბოსნიელ ჰარუნ სადიკოვიჩს შეხვდება, ხოლო ადამ ოქრუაშვილი უკრაინელი ალექსანდრ გორდიენკოს მეტოქეა.