„გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ ერთერთმა ლიდერმა კევინ დიურანტმა ნბა-ს ყველა დროის მექულეთა სიაში 33-ე ადგილზე გადაინაცვლა. ამ მაჩვენებლით მან ლეგენდარულ ლარი ბერდს გადაასწრო.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის რეკორდსმენად ამ დრომდე რჩება ქარიმ აბდულ ჯაბარი, რომელსაც 38 387 ქულა აქვს დაგროვებული. მეორე ადგილზე 36 928 ქულით კარლ მელოუნია. მესამე პოზიციას კი 33 643 ქულით კობი ბრაიანტი იკავებს.