თურქეთის მეორე დივიზიონის კლუბ „დენიზლის“ გულშემატკივარმა, რომელმაც საყვარელი გუნდისგან სტადიონზე მატჩებზე დასწრების ერთწლიანი აკრძალვა მიიღო, მატჩების ხილვის ორიგინალური ხერხი მოიფიქრა.
ტელევიზიითა და ინტერნეტით მატჩის ტრანსლაციის მიუხედავად, გულშემატკივარმა თამაშის ცოცხლად ხილვა მოისურვა, ამიტომაც ამწე დაიქირავა და ის „დენიზლის“ სტადიონის გვერდით დააყენა, რათა „გაზიანთეფთან“ მატჩისთვის ედევნებინა თვალი.
„დენიზლიმ“ ერთგული გულშემატკივარი გაახარა და მეტოქე 5:0 გაანადგურა. ამ მოგების წყალობით, გუნდი გასავარდნ ზონას სამი ქულით დაშორდა.