კენიელი მძლეოსანი შიეის ჩეპკოსგეი, რომელიც ქალთა ტურნირებში გამოდიოდა, მამაკაცი აღმოჩნდა, – იტყობინება „ნაირობი ნიუსი“.
2017 წელს სპორტსმენი ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს – მის დოპინგ-სინჯში ტესტოსტერონის, ანდროსტერონისა და ეთიოჰოლანონის კვალი აღმოაჩინეს.
ამა წლის ოთხ ივნისს, ჩეპკოსგეი დააპატიმრეს. ერთ-ერთ საავადმყოფოში ის ექთნად ასაღებდა თავს, მაგრამ თანამშრომლებმა ტყუილში გამოიჭირეს, მოგვიანებით, პოლიციამ დაადგინა, რომ მორბენალი მამაკაცი ყოფილა. თუმცა, უკვე ამას თავად ჩეპკოსგეიც აღარ უარყოფს:
„მე კაცი ვარ, მაგრამ, როცა სპორტს გავყევი, დოკუმენტებში მივუთითე, რომ ქალი ვიყავი“.