დირკ ნოვიცკი ერთი და იმავე გუნდის მაისურით ჩატარებული სეზონების რაოდენობით საუკეთესოა.
ცნობილმა გერმანელმა „ფინიქსის“ წინააღმდეგ არასრული 7 წუთი ითამაშა და ეს ამ სეზონში მისი პირველი მატჩი იყო ტრავმის შემდეგ. ნოვიცკი „დალას მავერიკსის“ შემადგენლობაში 21-ე სეზონს ატარებს, რაც ლიგაში რეკორდული შედეგია. ნოვიცკიმ ამ მაჩვენებლით კობი ბრაიანტს გადაასწრო, რომელმაც „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ 20 სეზონი გაატარა.