დირკ ნოვიცკის ბოლო საშინაო მატჩი დალასის შემადგენლობაში (ვიდეო)

ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი დირკ ნოვიცკი კარიერას ხვალ ოფიციალურიად დაასრულებს. დღეს კი მან დალასის მაისურით ბოლო საშინაო მატჩი ჩაატარა. ლიგის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერმა ფინიქს „სანსთან“ მოგებულ შეხვედრაში (120:109) 30 ქულა, რვა მოხსნა და სამი გადაცემა განახორციელა.

40 წლის ნოვიცკიმ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 21 სეზონი გაატარა. დირკი, დალასთან ერთად, 2011 წელს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი გახდა და იმავე წელს ფინალების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ნოვიცკიმ ყველა ვარსკვლავის მატჩში 14-ჯერ მიიღო მონაწილეობა. დალას „მავერიქსი“ სეზონის ბოლო შეხვედრას სან-ანტონიო „სფერსის“ წინააღმდეგ ხვალ ჩაატარებს და სწორედ ამ მატჩში დასრულდება ოფიციალურად ლეგენდარული გერმანელი მოთამაშის საოცარი კარიერა.