დირკ ნოვიცკი კიდევ ერთი წელი ითამაშებს
დირკ ნოვიცკი კიდევ ერთი წელი ითამაშებს

“დალასის” ლეგენდარული ფორვარდი დირკ ნოვიცკი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ ერთი სეზონის ჩატარებას აპირებს.

“დაგეგმილი მაქვს მომავალ სეზონში მოედანზე დაბრუნება”, – მოჰყავს ESPN-ს ნოვიცკის სიტყვები.

უფრო ადრე, “მავერიქსის” მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა აღნიშნა, რომ 39 წლის გერმანელი არ აპირებს კალათბურთიდან წასვლას.

წლევანდელ რეგულარულ ჩემპიონატში ნოვიცკიმ 77 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 12.0 ქულა და 5.7 მოხსნა დააგროვა. 5 აპრილს, გერმანელმა კოჭზე ოპერაცია გაიკეთა და სეზონი ნადრევად დაასრულა. დირკი “დალასში” 1998 წლიდან თამაშობს და 2011 წელს, NBA-ის ჩემპიონი გახდა.