დიქსონმა ავსტრიაში გამგზავრებამდე საკუთარ კლუბთან ერთად მორიგი მატჩი გამართა
თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთერთმა ლიდერმა – მაიკლ დიქსონმა.
დიქსონის გუნდი “ბაჰჩეშეჰირი” თურქეთის მეორე ლიგის კლუბ “ბაკირკოის” დაუპირისპირდა და იოლი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა მოედანზე გატარებულ არასრულ 31 წუთში 15 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.
“ბაჰჩეშეჰირი” სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრებს დღეს შეუერთდება. ავსტრიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი კი 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.