დიქსონი ნაკრებს შეუერთდა, მატჩის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება
დიქსონი ნაკრებს შეუერთდა, მატჩის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება

საქართველოს ეროვნული საკალათბურთ ნაკრები რამდენიმე საათში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაზე მორიგ, რიგით მესამე შეხვედრას გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი ვენის “შვეტახ არენაზე” ავსტრიას დაუპირისპირდება.

ქართველმა კალათბურთელებმა მატჩის წინა, გენერალური ვარჯიში გუშინ ჩაატარეს. საღამოს ვარჯიშმა მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაიარა, რომელიც გუნდს გუშინ თურქეთიდან შეუერთდა. მწვრთნელებმა ამერიკელი ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა – დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდისთვის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშეა.

ვარჯიშის დაწყებიდან მალევე, ზუროსმა ნაკრები ორ ნაწილად გაყო და ძირითადად კომბინაციებზე ავარჯიშა. შეგახსნებთ, რომ სხავადასხვა მიზეზების გამო ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე და კაპიტანი მანუჩარ მარკოიშვილი. საქართველოს ნაკრები მსოფლოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის “ჯი” ჯგუფში ასპარეზობს და 2 ტურის შემდეგ ჯერჯერობით მესამე ადგილზე იმყოფება.

პირველ და მეორე პოზიციებს გერმანია და სერბეთი ინაწილებენ. ავსტრიისა და საქართველოს ნაკრებთა საკალათბურთო დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.