დიონ ბელიო - ქართველებზე უკეთესები ვიყავით, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა, მეტოქემაც კარგად ითამაშა #1TVSPORT
ევრო 2025-ის პლეი ოფში საქართველოს ნაკრებთან მარცხზე გამოცემა hrt.hr-თან ხორვატმა ფეხბურთელმა, დიონ ბელიომ ისაუბრა. ვენის „რაპიდის“ თავდამსხმელი (რომელმაც ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა) მიიჩნევს, რომ გამარჯვებას მისი გუნდი იმსახურებდა, თუმცა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებიც შეაქო.
„რთული თამაში იყო. მოგებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯეთ, უკეთესებიც ვიყავით, მაგრამ რაღაც მაინც არ გამოგვივიდა. სამწუხაროდ, ფეხბურთი ასეა.
ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და რეალური შანსებიც გვქონდა, მაგრამ ორი გოლი გავუშვით, რის შემდეგაც ოთხის გატანა გვჭირდებოდა, რაც ძალიან რთულია.
არც ისაა დასამალი, რომ ჩვენმა მეტოქემ კარგად ითამაშა. ქართველები მიზნის მიღწევას მთელი მონდომებით ცდილობდნენ და საბოლოოდ სასურველი შედეგი მიიღეს“, – თქვა დიონ ბელიომ.