შვედეთმა 2018 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება. შესარჩევი პლეიოფის ფინალში სკანდინავიელებმა შინ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხეს პოლონეთი. შევედეთი ორჯერ იგებდა, მაგრამ სტუმრებმა ორჯერ გაათანაბრეს. გადამწყვეტი გოლი ვიქტორ დიოკერეშმა 88-ე წუთზე გაიტანა და პოლონეთი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დატოვა.
შვედეთი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდებთან, იაპონიასთან და ტუნისთან ითამაშებს.
B გზა
ფინალი
შვედეთი – პოლონეთი 3:2
გოლები: 1:0 ელანგა (19), 1:1 ზალევსკი (33), 2:1 ლაგერბილკე (44), 2:2 სვიდერსკი (55), 3:2 დიოკერეში (88)