დიოკერეშის ჰეთთრიკმა უკრაინა მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დატოვა [ვიდეო] #1TVSPORT
დიოკერეშის ჰეთთრიკმა უკრაინა მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დატოვა [ვიდეო] #1TVSPORT

უკრაინის ნაკრებმა ტრადიციას არ უღალატა – ამ გუნდმა მეექვსედ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში და მეექვსედ წააგო. უკრაინელებმა ვალენსიაში ვერაფერი მოუხერხეს შვედეთის ლიდერს, ვიქტორ დიოკერეშს. „არსენალის“ ფორვარდმა, რომელმაც უგოლოდ დაასრულა შესარჩევი ტურნირი, ამჯერად სანაკრებო კარიერაში მეორე ჰეთთრიკი შეასრულა.

ახლა შვედეთი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ფინალში შინ მიიღებს პოლონეთს, რომელთანაც ორი წლის წინ წააგო ევრო 2024-ზე გასასვლელი პლეიოფი.

 

B გზა

1/2-ფინალი

უკრაინა-შვედეთი             1:3

გოლები: 0:1 დიოკერეში (6), 0:2 დიოკერეში (51), 0:3 დიოკერეში (73-პენ), 1:3 პონომარენკო (90)

 

პოლონეთი-ალბანეთი  2:1

გოლები: 0:1 ჰოჯა (42), 1:1 ლევანდოვსკი (63), 2:1 ზელინსკი (73)

 

ფინალი. 31 მარტი

22:45 შვედეთი – პოლონეთი