„პორტუსა“ და პორტუგალიის ნაკრების მეკარე დიოგო კოშტა, შესაძლოა, მადრიდის „რეალში“ გადავიდეს, – იტყობინება გაზეთი AS-ი.
ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რეალის“ მეკარეს, ანდრეი ლუნინს არ სურს მეორე ნომრის როლი და, დიდი ალბათობით, დატოვებს კლუბს. წყაროს ცნობით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მისი აგენტი ჟორჟე მენდეში „რეალის“ წარმომადგენლებს შეხვდება. ის აპირებს ესპანეთის ჩემპიონს ლუნინის შემცვლელის რამდენიმე კანდიდატურა შესთავაზოს და ერთ-ერთი შეიძლება კოშტა იყოს.
დიოგო კოშტამ 2023-24 წლების სეზონში 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 38 გოლი გაუშვა და 17-ჯერ შეინახა „მშრალად“ საკუთარი კარი.