დინო ჰამზიჩი - ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს მატჩში შანსები თანაბარია #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარემ (ბოსნია და ჰერცეგოვინადან), დინო ჰამზიჩმა პირველ არხთან კომენტარი საქართველოსა და მისი ქვეყნის ნაკრებების მოახლოებულ შეხვედრაზე გააკეთა:
„ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებს, სავარაუდოდ, ძირითადი შემადგენლობის მინიმუმ სამი ფეხბურთელი დააკლდება – პიანიჩი, სანიჩანინი და ახმეტჰოჯიჩი, მაგრამ ითამაშებს კაპიტანი ჯეკო. ბოსნიის ნაკრებში კარგი მოთამაშეები არიან და საქართველოსთან და ლუქსემბურგთან ამხანაგურ მატჩებში აუცილებლად გამარჯვებისთვის ითამაშებენ. ბოსნია და ჰერცეგოვინას ამ მატჩის მოგება სჭირდება, რათა ბოლო სამ შეხვედრაში წაგების შემდეგ დადებითი განწყობა დაუბრუნდეს. ბოსნიისთვის პლუსია საშინაო არენაზე ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაში, ჟენიცას სტადიონზე კი ემოციური გულშემატკივრების გამო თამაში ყველა მეტოქეს უჭირს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან დინო ჰამზიჩმა.
„ტორპედოს“ მეკარეს, რომელიც ეროვნულ ლიგაში ერთადერთი ლეგიონერია ბოსნია და ჰერცეგოვინადან, უთამაშია ახალგაზრდულ ნაკრებში და ეროვნული ნაკრების კანდიდატიც იყო. ჰამზიჩმა საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა და დღევანდელ მატჩში მეტოქეთა შანსები შეაფასა:
„მიმაჩნია, რომ შანსები თანაბარია. საქართველოს ნაკრები აუცილებლად მოსაგებად და კარგი თამაშის საჩვენებლად გაემგზავრება. მე რაც ვიცი, თქვენს ნაკრებშიც ბევრი კარგი მოთამაშეა და რა თქმა უნდა, კარგი თამაშის ჩვენებას იმედოვნებენ. ამას გარდა, თქვენს ნაკრებს ბოლო სამი თამაში არ წაუგია და კარგი შანსები აქვს“, – ამბობს ჰამზიჩი.