ფერნანდო დინიზს უახლოესი ორი დღის განმავლობაში ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვებენ, – წერს გამოცემა Globo.
დინიზი 2023 წლის 4 ივლისს დანიშნეს ბრაზილიის ნაკრების დროებით მთავარ მწვრთნელად და მასთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. მისი ხელმძღვანელობით მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებმა ექვსი მატჩი ჩაატარეს, ორი მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და სამჯერ დამარცხდნენ.
გეგმის მიხედვით, დინიზს ბრაზილიის ნაკრებში კარლო ანჩელოტის დანიშვნამდე უნდა ემუშავა – 2024 წლის ზაფხულამდე, მაგრამ იტალიელმა სპეციალისტმა „რეალთან“ კონტრაქტის გაგრძელება არჩია.
დინიზის შემცვლელად „სან პაულუს“ მთავარ მწვრთნელს, დორივალ ჟუნიორს მიიჩნევენ.