„დინამოში“ კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავთ
„დინამოში“ კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავთ

„დინამო თბილისში“ მორიგი ახალწვეულია, გუნდში საიმონ გბენიონი ჩაირიცხა – ინფორმაციას თბილისელთა ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

საიმონ გბენიონი ტოგოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველია. 27 წლის ფეხბურთელსა და თბილისურ კლუბს შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

საიმონი სეგუნდა დივიზიონის „მირანდესში“ გამოდიოდა, მანამდე კი საფრანგეთში დაბადებული ფეხბურთელი „ეპინალის“ და „ბეზიეს“ ღირსებას იცავდა. ტოგოს ეროვნულ ნაკრებში კი მან 11 თამაში ჩაატარა.

საინტერესო და აღსანისნავი ისაა, რომ გბენიონი ტოგოს ნაკრების მოქმედი წევრია – პირველად 2017 წელს მიიწვიეს. „დინამოს“ ახალწვეული გუნდს შეკრებაზე შეურთდა და დღეს თბილისელებთან ერთად ივარჯიშებს.