თბილისელები მომავალი სეზონისთვის მზადებას და გუნდის დაკომპლექტებას განაგრძობენ.
გუნდს სინჯებზე ბელარუსის მოქალაქე ტერენტი ლუცევიჩი შეუერთდა. 26 წლის მცველის მამა კამერუნელია, დედა ბელარუსი, გვარი კი ბებიისგან მიიღო.
ლუცევიჩი ბოლოს “მინსკში” ასპარეზობდა, მანამდე კი ჟოდინოს “ტორპედოს”, მინსკის “დინამოს” და ”გომელის” ღირსებას იცავდა. 2011 წელს, ბელარუსის ახალგაზრდული ნაკრების წევრი გახლდათ.
თბილისის “დინამოში” ვარჯიშობს გუჯა რუხაიაც – ბათუმში დაბადებული ქართველი რუსეთში გაიზარდა და ამ ქვეყნის მოქალაქეა. ის დიდი ხანის განმავლობაში რუსეთის ჩემპიონატში თამაშობდა – მათგან ყველაზე ცნობილი ნალჩიკის ”სპარტაკი” და ხაბაროვსკის “სკა” იყო, სადაც ქართველებთან ერთად თამაშობდა, 2016 წლიდან კი ნოვასიბირისკის “სიბირის” ფორმა მოირგო.
აქვე ვიტყვით, რომ სინჯებზე მყოფმა სერბმა ლეგიონერმა, ნიკოლა მარიანოვიჩმა ”დინამო” უკვე დატოვა.