„დინამოში“ ახლა კიტეიშვილის ძმას გააქვს
„დინამოში“ ახლა კიტეიშვილის ძმას გააქვს

კვირას, 26 აგვისტოს, ქართული „კლასიკო“ უნდა გამართულიყო – თბილისის „დინამოს“, 22-ე ტურში, ქუთაისის „ტორპედოსთვის“ უნდა ემასპინძლა, თუმცა ევროპის ლიგაზე ქუთაისელების გამოსვლის გამო შეხვედრა გადაიდო.

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში პაუზა თბილისელებმა დიღმის ბაზაზე ლიგა 2-ის „გაგრასთან“ ამხანაგური მატჩით ჩაანაცვლეს. სპარინგში გოლები მეორე ტაიმში გავიდა. ანგარიში „გაგრას“ ფეხბურთელმა გიორგი ობოლაძემ გახსნა. ამის შემდეგ „დინამომ“ 4 გოლი გაიტანა – წონასწორობა ნიკა ნინუამ პენალტით აღადგინა, ხოლო პაატა კიტეიშვილმა დედაქალაქელები დააწინაურა. მესამე გოლი მიხეილ ერგემლიძის ანგარიშზეა, შეხვედრის ბოლო გოლი კი ისევ კიტეიშვილმა, ლამაზი დარტყმით გაიტანა და „დინამომ“ 4:1 გაიმარჯვა.

პაატა კიტეიშვილი „დინამოს“ ყოფილი კაპიტნის, ავსტრიულ „შტურმში“ გადასული საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის ძმაა. ის 18 წლისაა, „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში წელს დააწინაურეს და ოთარის პოზიციაზე, ნახევარდაცვაში თამაშობს.

მერაბ მამულაშვილი