„დინამოს“ უმდიდრესი არქივი ელექტრონულ მისამართზე
„დინამოს“ უმდიდრესი არქივი ელექტრონულ მისამართზე
ეროვნულ ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ „ფეისბუქის“ გვერდზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
 
„დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. – გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ჩვენი მოძრაობა ეკვილიბრიუმი სამკითხველოებს მოაწყობს, „დინამოს” უმდიდრესი არქივი (ფოტოები, ბილეთები, პლაკატები და ა.შ.) კი ჩვენს სპეციალურ ელექტრონულ მისამართზე მოიყრის თავს” – წერს გიორგი კეკელიძე.
ეს პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ფეხბურთის ისტორიის ასეთი სისტემატიზაცია გადაწყდა. ქართულ ფეხბურთში ისედაც ბევრი პრობლემაა. მაგრამ ისტორიული მასალების შესწავლა, დახარისხება და ელექტრონულ მისამართზე თავმოყრა მხოლოდ მოყვარულთა დონეზე ხერხდებოდა.