„დინამო თბილისი“ თურქული შეკრების ბოლო შეხვედრაში უკრაინის „პერშა ლიგის“ წარმომადგენელ რივნეს „ვერესს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
თბილისელებმა თამაში ძალიან ცუდად დაიწყეს და დასაწყისშივე ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ. მე-6 წუთზე საჯარიმოს გათამაშების შემდეგ ანგარიში სერგი პეტკომ თავური დარტმით გახსნა. 10 წუთში თბილისელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თავდამსმელმა მიხაილო სერგიიჩუკმა უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში 0:2 გახდა.
„დინამო“ ამის შემდეგ მთელი ძალით ათამაშდა და მე-17 წუთზე მახვილი კუთხიდან გიორგი მოისწრაფიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა. 34-ე წუთზე უკრაინელთა მეკარეს ილია ახვლედიანმა დაასწრო და თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 39-ე წუთზე კი გიორგი კუციამ შორეული დარტყმით „დინამო“ წინ გაიყვანა და თურქული შეკრების უკანასკნელი ამხანაგური შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა – 3:2.