დინამოს პრეზიდენტი რომან ფიფია, ვლადიმირ ვაისს და ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს
საფეხბურთო კლუბ – „დინამო თბილისის“, ოფიცილური ფეისბუქ გვერდი, – რომან ფიფიას განცხადებას ავრცელებს. კლუბის პრეზიდენტი საქართველოს ნაკრების წარმატებას ეხმაურება და ვლადიმერ ვაისს და ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს:
„ – მოხარული ვარ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საგზური გათამაშების დასრულებამდე, ორი ტურით ადრე გაინაღდა. მჯეროდა ვაისის კვალიფიკაციისა და მართებულად მიმაჩდა, მასთან ხელშეკრულების გაგრძელება. სწორად წარმართულმა სამწვრთნელო საქმიანობამ და მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, განაპირობა ის ისტორიული შედეგი, რომელსაც ეროვნულმა გუნდმა მიაღწია. ამ ეტაპზე ქართველმა ფეხბურთელებმა, ყველა შეხვედრაში თავდაუზოგავად იბრძოლეს და ლოგიკურ შედეგსაც მიაღწიეს. ორმაგად მახარებს ის გარემოება, რომ ეროვნული გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგში, თავისი წვლილი დინამოელებმა და მათ შორის დინამოს აკადემიის აღზრდილებმა შეიტანეს. ჩვენი მიზანი იყო, არის და იქნება, რომ აკადემიის აღზრდილებმა, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების ღირსება დაიცვან. გულითადად ვულოცავ ვლადიმერ ვაისს და ეროვნულ გუნდს წარმატებას და იმედს გამოვთქვამ, რომ მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს“
„დინამო თბილისის“ პრესსამსახური