„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი - შესაძლოა, ანდორაში რამდენიმე ახალგაზრდა ვათამაშოთ
თბილისის „დინამომ“ ევროპის ლიგაზე ანდორული კლუბი „ენგორდანი“ ანგარიშით 6:0 დაამარცხა და ფაქტობრივად, შემდეგ ეტაპზე გასულია.
თბილისური გუნდის ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა, ფელის ვისენტემ ანდორელებთან მატჩი პრესკონფერენციაზე შეაჯამა.
„დღეს მშვენიერი შედეგით გავიმარჯვეთ და მიხარია, რომ ასეთი უპირატესობა მოვიპოვეთ. მაგრამ განმეორებითი შეხვედრისთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ. არაა გამორიცხული, ანდორაში განსხვავებული შემადგენლობა ვათამაშოთ და მოედანზე ახალგაზრდები შევუშვათ“, – ამბობს ფელის ვისენტე.