15 აგვისტოს თბილისის „დინამო“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრას როტერდამის „ფეიენოორდთან“ თბილისში გამართავს – გუნდი „დინამო არენაზე“ ფეიენოორდს დაუპირისპირდება.
მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება, ხოლო შეხვედრას გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 34 წლის საშა შტიგემანი გახლავთ. მას ასისტენტობას მარკო ახმიულერი და კრისტიან გიტელმანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი რობერტ შრიოდერი იქნება. უეფას დელეგატი არიელ კენეტ შიმანი ისრაელიდან გახლავთ, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი – ჩეხი მიროსლავ ლიბა.
რაც შეეხება მატჩზე გულშემატკივრის დასწრებას – ამათან დაკავშირებით უეფადან საბოლოო ვერდიქტი დღეს გახდება ცნობილი.