გუჯა რუხაია კარიერას „სამტრედიაში” გააგრძელებს – – ინფორმაციას თბილისის „დინამოს” ყოფილი კაპიტნის ტრანსფერზე საქართველოს პირველ არხთან გუნდის წარმოამდგენელმა დაადასტურა.
რუხაია თბილისის „დინამოში” 2018 წელს ჩაირიცხა და მისი ფორმით ეროვნულ ლიგაში 54 შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. 2018 წელს გუნდში 35 მატჩი ჩაატარა, ხოლო 2019 წელს კი მხოლოდ 19 შეხვედრაში გამოჩნდა.
რუხაია ბათუმელია, თუმცა, პროფესიული კარიერა რუსეთში აიწყო – თამაში ნოვორისიისკის „ჩერნომორეცში” დაიწყო, უთამაშია სტავროპოლის „დინამოში”, სოჭის „ჟემჩუჟინაში”, ნალჩიკის „სპარტაკში”, ხაბაროვსკის „სკა – ენერგიაში”, ნაბერეჟნიე ჩელნის „კამაზში”, ნოვოსიბირსკის „სიბირში”.
თბილისის „დინამო” რუხაიას 15-წლიან კარიერაში ერთად-ერთი ქართული გუნდი იყო – ახლა სიაში მეორე გუნდი ჩაიწერება.