„დინამოს“ ახალწვეულმა ანტილევსკიმ ბელარუსი პოლიტიკის გამო დატოვა - ბელარუსული გამოცემა თბილისელთა შემოსავლებით აღტაცებულია #1TVSPORT
„დინამოს“ ახალწვეულმა ანტილევსკიმ ბელარუსი პოლიტიკის გამო დატოვა - ბელარუსული გამოცემა თბილისელთა შემოსავლებით აღტაცებულია #1TVSPORT

გამოცემა „ტრიბუნას“ ბელარუსულმა ვერსიამ საქართველოს ვიცე-ჩემპიონ „დინამო თბილისს“ საინტერესო სტატია მიუძღვნა.

„საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბელარუსიდან გამოცდილ ფეხბურთელებს მასობრივად იმატებს. ტრანსფერებს „შახტარის“ ყოფილი მენეჯერი ალექსანდრე რეხვიაშვილი მართავს.

ტოპ-ლეგიონერები ბელორუსიდან მასობრივად წავიდნენ ისრაელში, რუსები და უკრაინელებიც მიდიან. მეტიც, ლიგას არა მხოლოდ წამყვანი ლეგიონერები ტოვებენ, არამედ ბელარუსელებიც. მაგალითად, „ტორპედო-ბელაზისა“ და ეროვნული ნაკრების ფორვარდმა დიმიტრი ანტილევსკიმ „თბილისის დინამოსთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ანტილევსკი ამ სეზონში გუნდის მესამე ახალბედაა. ბელორუსი გულშემატკივარი ასევე კარგად იცნობს კიდევ ორს – ბრესტის „დინამოს“ ყოფილ ფორვარდ სტანისლავ ბელენკს, რომელიც 13 გოლით ბრესტელთა საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მისი თქმით, ბელორუსის დატოვება პოლიტიკის გამო გადაწყვიტა. „ისლოჩის“ ყოფილმა მცველმა სტივენ გოდფრიმ ხეირიანად თამაში ვერც მოასწრო და ისიც საქართველოს დედაქალაქში გადავიდა.

სექტემბრიდან „დინამოში“ ტრანსფერებზე (და არა მარტო) პასუხისმგებელი სოლიგორსკის „შახტიორის“ ყოფილი სპორტული დირექტორი ალექსანდრე რეხვიაშვილია. ქართველი სოლიგორსკში 2019 წლის მაისიდან მუშაობდა და არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა. სწორედ მის დროს განახორციელა კლუბმა არაერთი წარუმატებელი (და ზოგჯერ უბრალოდ უცნაური) ტრანსფერი, რომელზეც „შახტიორი“ არასოდეს გეტყვით, რამდენი დაუჯდა ეს შეცდომები.

მის დროს სოლიგორსკში მაქსიმ ბორდაჩოვი „დამალეს“ (ის ათამაშდა „ჟოდინოში“, დაბრუნდა ეროვნულ გუნდში და ბატე-ში), ხოლო მთავარ მწვრთნელთან, იური ვერნიდუბთან კონფლიქტი გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ უკრაინელმა სპეციალისტმა სეზონის დასრულებამდე დატოვა სოლიგორსკი

ამ ყველაფერმა იმოქმედა მენეჯერის გულშემატკივრებთან ურთიერთობაზე. ერთ-ერთ თამაშზე გულშემატკივრებმა რეხვიაშვილის მისამართით ბანერი გამოკიდეს. გასული წლის ოქტომბერში კი მინსკის „დინამოსთან“ მარცხის შემდეგ მას გულშემატკივრებთან კონფლიქტი მოუვიდა. თუმცა, მომხდარიდან მალევე მან ბოდიში მოიხადა.

ამავდროულად, არ შეიძლება უარვყოთ მენეჯერის წვლილი ბოლო ორი საჩემპიონო ტიტულის მოპოვებაში, ისევე როგორც არ შეიძლება არ აღინიშნოს კლუბის არცთუ ცუდი ტრანსფერები – უპირველესად, საუბარია გასული ჩემპიონატის ბომბარდირის, დემბო დარბოს ტრანსფერზე.

ბელორუსის ჩემპიონატის ყოფილ ფეხბურთელებთან ხელმოწერა შეიძლებოდა არ მომხდარიყო, რომ არა წარმატებული მაგალითი იმისა, თუ როგორ მოერგო ტოპ-ლიგის კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი საქართველოს. „ნემანსა“ და „დნიპროში“ ნათამაშები ზორან მარუსიჩმა „დინამოში“ პირველივე სეზონში 16 გოლით და 8 საგოლე გადაცემით საქართველოს ლიგის როგორც საუკეთესო ბომბარდირის, ასევე საუკეთესო ასისტენტის ტიტული მოიპოვა.

მართალია, მარუსიჩის გოლები გუნდს ვერც ჩემპიონის ტიტულის დაცვაში დაეხმარა და ვერც ევროპულ შეჯიბრებებში წარმატების მიღწევაში. მიმდინარე სეზონში ზედიზედ ორი ჩემპიონობის შემდეგ „დინამო“ მხოლოდ მეორეზე გავიდა და 5 ქულით ჩამორჩა ბათუმელ თანაგუნდელებს (ვისთანაც „ბატე“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სასტიკად დამარცხდა).

გუნდმა ევროპის შეჯიბრებებშიც წარუმატებლობა განიცადა. ჯერ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ორივე მატჩში წააგო აზერბაიჯანის „ნეფტჩისთან“ (1:2, 1:2), შემდეგ კი ასევე სწრაფად გამოვარდა კონფერენს ლიგაზე ჰაიფას „მაკაბისთან“ (1:2,1:5).

ევროტურნირებზე ასეთი გამოსვლაც კლუბს ხელს არ უშლის ტრანსფერებზე კარგი ფული გამოიმუშავოს. გერმანული პორტალი Transfermarkt-ის ცნობით, გასული წლის განმავლობაში „დინამომ“ ტრანსფერებიდან 3 მილიონ ევროზე ცოტა მეტი გამოიმუშავა, რაც იმავე პერიოდისთვის ბელორუსის უმაღლეს ლიგის ყველა კლუბის შემოსავალს აღემატება.

„დინამო“ ახალგაზრდებს ევროპაში ცნობილ კლუბებში უშვებს. გთავაზობთ სიას, ვის ხარჯზეც გუნდმა მოახერხა კარგი ფულის გამომუშავება.

• ლუკა გაგნიძე (18 წლის) მოსკოვის „დინამოს“ 1,5 მილიონ ევროდ შეუერთდა.

• ნიკოლოზ ნინუა (21 წლის) პაოკ-ში 850 ათას ევროდ გადავიდა.

• გიგი აბუაშვილი (18 წლის) „პორტოს“ მეორე გუნდში 240 000 ევროდ გადავიდა.

• 200 ათას ევროდ „ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილი (21) იჯარით წავიდა. მიმდინარე სეზონში კლუბის შემადგენლობაში ლა ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა. ვალენსიელებს შეუძლიათ მეკარის გამოსყიდვა.

• ლუკა ლოჩოშვილი (23 წლის) ავსტრიულ „ვოლსფბერგში“ 200 ათას ევროდ გადავიდა“.