„დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მიმდნარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
„დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მიმდნარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ბოლოსწინა ტურში თბილისის „დინამომ“ ხორვატიის ქალაქ სპლიტის „იადრანს“ უმასპინძლა და პირველი გამარჯვება მოიპოვა – 12:11.

ეს გუნდები A ჯგუფის ფავორიტთა შორის არ არიან, თუმცა ყველა მეტოქესთან ბოლომდე იბრძვიან. საინტერესო გამოდგა მათი ურთიერთშეხვედრა როგორც ხორვატიაში, ასევე საქართველოში.

თბილისური დაპირისპირება პირველი წუთიდან ბოლომდე თანაბარად მიმდინარეობდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩის დასრულებამდე 44 წამით ადრე ანდრია ბითაძის მიერ გატანილი გოლი, რომლის შემდეგაც დინამოელები 12:11 დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში სპლიტელებმა თამაშის შემოტრიალება ვეღარ შეძლეს.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩში თბილისის „დინამო“ საბერძნეთის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს.


დინამო (საქართველო)-იადრანი (ხორვატია) 12:11


2:2, 3:2, 3:3, 4:3

დინამო: შუბლაძე, ქავთარაძე, ტყეშელაშვილი, დადვანი, ბითაძე (2 გოლი), ელაჩა (1), ადეიშვილი, სარიჩი (3), ძიხციარენკა (1), ვასიჩი (2), იმნაიშვილი (3), მაგრაქველიძე, გვეტაძე.