„დინამომ“ უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა - „თელავმა“ თბილისში ლიდერი შეაჩერა #1TVSPORT
2022 წლის სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, „დინამო თბილისმა“ „თელავს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა – 1:1.
ეროვნული ლიგის 34-ე ტურში „დინამოს“ გამარჯვების გარდა არაფერი აწყობდა. არანაკლებ სჭირდებოდა ქულები აუტსაიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „თელავს“, რომლიც ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.
ანგარიში „დინამომ“ 22-ე წუთზე გახსნა. ულად ომარის შორეული გასროლის შედეგად პირველი ნახევარი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. „თელავმა“ წონასწორობა 50-ე წუთზე აღადგინა. თბილისელთა მეკარე ლუკა კუტალაძემ ბურთი დაკარგა, ლაშა კოხრეიძე წააქცია და „დინამოს“ კარში დანიშნული პენალტი ბექა ქავთრააძემ გოლად გარდასახა.
„დინამომ“ მეორე გოლი სწრაფად გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმებისას ნიკა მალის გოლი გაუქმდა, რადგან მასპინძელთა კაპიტან ანზორ მექვაბიშვილზე შეტევის განვითარებისას წესის დარღვევა დაფიქსირდა და საბოლოოდ, გაი ცეცაძის გუნდმა გასვლითი მატჩი 1:1 დაასრულა.
34 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 76 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა, მაგრამ მისი კონკურენტი ბათუმის „დინამო“ (73) მოგების შემთხვევაში დამატებითი მაჩვენებლებით გადაასწრებს, ხოლო „თელავი“ (35) მე-7 პოზიციაზე დარჩა და „გაგრასთან“ (33) სხვაობა მცირედ გაზარდა.