თბილისის „დინამომ“ 25 იანვარს თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.
კახა კაჭარავას გუნდის მეტოქე უკრაინის პრემიერლიგის მეოთხეადგილოსანი ლუგანსკის „ზორია“ იყო.
სიდეში გამართულ შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს ალეკსანდრე სვატოკმა გახსნა. 64-ე წუთზე ზელკო ლუბენოვიჩმა მეორე გოლი გაიტანა, ხოლო 87-ე წუთზე „დინამოს“ მცველმა საბოლოო ანგარიში 0:3 დააფიქსირა.
„დინამო“ – ბულისკერია, ღოთაძე, ხარაბაძე, შულაია, აბურინი, ქარდავა, კიტეიშვილი, ივანესენია, კუცია, ივანიშვილი, ზივზივაძე.