„დინამომ“ თელავში მოიგო და ლიდერთან სხვაობა შეამცირა #1TVSPORT
„დინამომ“ თელავში მოიგო და ლიდერთან სხვაობა შეამცირა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ შინ, „კავკასიონი არენაზე“ „დინამო თბილისს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

ეროვნული ლიგის 25-ე ტურში თბილისელები მე-5 წუთზე ულად-ომარ იმრანმა თორნიკე კირკიტაძის გადაცემის შემდეგ დააწინაურა. შესვენებამდე (45-ე წუთი) „თელავმა“ წონასწორობა ბექა ქავთარაძის გოლით აღადგინა.

„დინამომ“ გამარჯვების გოლი მეორე ტაიმში გაიტანა. ულად-ომარ იმრანმა და თორნიკე კირკიტაძემ როლები გაცვალეს. ამჯერად, ასისტენტი მაროკოელი ლეგიონერი იყო, ზუსტად კი კირკიტაძემ დაარტყა და თბილისელებს გამარჯვება მოუტანა.

25 ტურის შემდეგ „დინამომ“ 53 ქულა დააგროვა და ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ (75) სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა. „თელავის” აქტივში 28 ქულა დარჩა და გათამაშების ცხრილში კვლავ მე-7 ადგილზეა.