„დინამო არენაზე“ დინამო თბილისმა“ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში „თელავს“ უმასპინძლა და მეტოქის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა.
„დინამომ“ ანგარიში პირველ ტაიმის ბოლოს საჯარიმო დარტყმით გახსნა. მე-40 წუთზე, თბილისელთა სერბმა ლეგიონერმა, მილან რადინმაჯარიმა უნაკლოდ შეასრულა და ბურთი კარის ბადეში ჩაახვია.
„თელავმა“ მეორე ნახევრის დასაწყისში რეალური საგოლე მომენტები შექმნა, მაგრამ ვერ ისარგებლა, რის გამო დაისაჯა. 72-ე წუთზე თბილისელთა სწრაფი კონტრშეტევა ლევან ხარაბაძემ ეფექტური გოლით დააგვირგვინა – 2:0. 90+1-ე წუთზე ზორანმარუშიჩმა მესამე გოლი გაიტანა, ხოლო 90+2-ე წუთზე მან უკვე საგიოლე გადაცემა გაუკეთა გიორგი მოისწრაფიშვილს, რომელმაც მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ულამაზესი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0.
„დინამო თბილისმა“ ამ მოგებით 63 ქულა დააგროვა და ქულამდე შეამცირა სხვაობა ბათუმის „დინამოსთან“ (64), რომელსაც ტურის მატჩში ხვალ „საბურთალო“ უმასპინძლებს. „თელავი“ (35) ისევ მეშვიდე პოზიციაზე დარჩა და წყალტუბოს „სამგურალის“ (36) გადასწრებისშანსით ვერ ისარგებლა.
32-ე ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა ხვალ, პირველ ნოემბერს გაიმართება: