„დინამომ“ თბილისური დერბი მოიგო, მაგრამ ბათუმელებს ვერ გადაასწრო #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-18 ტური „დინამო-არენაზე“ თბილისური გუნდების დაპირისპირებით დასრულდა – „დინამომ“ „ლოკომოტივი“ მიიღო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრა „ლოკომოტივმა“ აქტიურად დაიწყო, მაგრამ „დინამომ“ მალე უპირატესობა მოიპოვა და ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა. კონტრშეტევა ზორან მარუშიჩმა გიორგი გაბედავას გაუგრძელა, რომელმაც საჯარიმო ხაზიდან ზუსტად დაარტყა და გუნდი დააწინაურა 1:0.
„დინამომ“ უპირატესობა 65-ე წუთზე გაზარდა. „ლოკომოტივის“ შემტევმა თორნიკე კირკიტაძემ ბურთის მოგერიებისას საჯარიმოში წესი დაარღვია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც გაბედავამ გამოიყენა და დუბლი ჩაიწერა 2:0.
„დინამო თბილისმა“ მეორე წრე 38 ქულით დაასრულა და ბათუმის „დინამოს“ გაუთანაბრდა, რომელიც პირველ ადგილს პირადი მაჩვენებლებით ინარჩუნებს. რაც შეეხება „ლოკომოტივს“, გუნდი 30 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა.