„დინამომ“ „სიონთან“ ამხანაგური მოიგო
„დინამომ“ „სიონთან“ ამხანაგური მოიგო

სანაკრებო პაუზა თბილისის „დინამომაც“ კარგად გამოიყენა და დიღმის ბაზაზე მეორე სპარინგ-მატჩი ბოლნისის „სიონთან“ ჩაატარა.

თბილისურ გუნდს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელები აკლდა – „სიონთან” თამაშში ანგარიში პირველ ტაიმში თორნიკე კაპანაძემ გახსნა, მალევე ზურაბ ღირდალაძემ სტატუს-ქვო აღადგინა. გამარჯვების გოლი კი 72-ე წუთზე „დინამოს“ ლეგიონერმა ფილიპ ორშულამ გაიტანა.

დინამო – სიონი 2:1

დინამო: კვასხვაძე, ტრუბოჩკინი, ბენიო, პაპავა, ქიმაძე, ქარდავა, კუხიანიძე, შულაია, ქავთარაძე, კაპანაძე, გაბედავა

შეცვლაზე შევიდნენ: მიგინეიშვილი, პერნამბუკუ, ახვლედიანი, მონხილი, ზარია, ორშულა, მორჩილაძე, ხვადაგიანი, იაშვილი, კლოუსტერი