ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-7 ტურში ბოლნისის“სიონმა” ”მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე თბილისის “დინამოს” უმასპინძლა და ძლიერ მეტოქეს საკმაოდ ბევრი თავსატეხიც შუექმნა.
ბოლნისელთა ნახევარმცველმა ზვიად სიხარულიამ პირველ ტაიმში თავისი შანსით ვერ ისარგებლა, თუმცა „სიონმა“ 56-ე წუთზე ანგარიში მაინც გახსნა: გიორგი მიქაბერიძემ საჯარიმო ჩინებულად შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა 1:0.
თბილისელებმა ამის შემდეგ მთელი გუნდით შეუტიეს და მიზანსაც მიაღწიეს: 70-ე წუთზე გუჯა რუხაიას დარტყმის შემდეგ სანდრო გურეშიძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 73-ე წუთზე კი ნიკა ნინუამ თბილისელები დააწინაურა. ამის შემდეგ, უმთავრესად თბილისელები უტევდნენ და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც 1:2.
ამ მოგებით „დინამომ“ 15 ქულა დააგროვა და „საბურთალოს“ გაუთანაბრდა, რომელიც ხვალ ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ქუთაისის „ტორედოს“ უმასპინძლებს. მატჩის რეპორტაჟს მეორე არხი შემოგთავაზებთ.