„დინამომ“ შეკრებაზე ხარკოველებთან მატჩი გააუქმა #1TVSPORT
„დინამომ“ შეკრებაზე ხარკოველებთან მატჩი გააუქმა #1TVSPORT

31 იანვარს, თურქულ შეკრებაზე მყოფმა „დინამო თბილისის“ ფეხბურთელებმა ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართეს.

თბილისელთა პრესსამსახურის ცნობით, ანტალიის რეგიონში ორდღიანი გადაუღებელი წვიმის შემდეგ გამოიდარა და გუნდი მომავალი სეზონისთვის მზადებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

„დინამო“ შეკრებაზე მესამე შეხვედრას ბულგარეთის ჩემპიონთან პირველ თებერვალს, თბილისის დროით 18.00 საათზე გამართავს – მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა დინამოს YouTube არხით იქნება შესაძლებელი.

რაზგრადელებთან მატჩის შემდეგ კახა ცხადაძის გუნდი რამდენიმე დღე დაისვენებს. კლუბებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხარკოვის „მეტალისტსა“ და „დინამო თბილისს“ შორის გასამართი ამხანაგური შეხვედრა გაუქმდა.

5 თებერვლიდან, დედაქალაქელები შეკრების მეორე ეტაპს დაიწყებენ, სადაც ამხანაგურ მატჩებს კიევის „დინამოს“, მოსკოვის „დინამოს“, დანიურ „რანდერსისა“ და ტაშკენტის „ფახთაქორის“ წინააღმდეგ გამართავენ.