„დინამომ“ შეკრებაზე „ჟალგირისი“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT
„დინამომ“ შეკრებაზე „ჟალგირისი“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე მორიგი მატჩი ვილნიუსის „ჟალგირისთან“ გამართა და ფრედ 0:0 დაასრულა.

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე ლიეტუვის ჩემპიონთან შეხვედრა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ „ჟალგირისი“ დაცვაში საიმედოდ თამაშობდა და თბილისელებს მომენტების შექმნა უჭირდათ. ლიეტუველებს კი შესვენებამდე დაწინაურება შეეძლოთ. ჯიმი ტაბიძის უხეშობის შემდეგ (მეტოქე საჯარიმოში წააქცია) პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს – ნიგერიელმა თავდამსხმელმა, მატეუს ოევუსმა ბურთი კარს ააცილა.

მეორე ტაიმში „დინამო“ ლიეტუვას ჩემპიონს ისევ უტევდა და ფიზიკურად ძლიერ მეტოქეს ბოლო წუთამდე მაღალი პრესინგით ეთამაშებოდა. ბალტიისპირელების მეკარემ გუნდი გადაარჩინა ანზორ მქვაბიშვილის და დათო სხირტლაძის სახიფათო დარტყმების შემდეგ, უსმანე კამარამ კი ახლო მანძილიდან ცარიელ კარს ააცილა.

საბოლოოდ, თბილისელებმა „ჟალგირისის“ კარის აღება ვერ მოახერხეს და მატჩი უგოლოდ დასრულდა – 0:0.

„დინამო“: კერესელიძე, კალანდაძე, ნზაბა, ტაბიძე, მაისურაძე, მოისრაფიშვილი, მექვაბაშვილი, კირკიტაძე, გონსალვეში, ოსეი, მარუშიჩი

შეცვლაზე: მალი, ხვადაგიანი, კობოური, ულად-ომარი, სხირტლაძე, პარკაძე, უგრეხელიძე, კამარა, ლაცაბიძე, სიგუა, ოდიშარია