თბილისის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი სერბულ სუბოტიცას „სპარტაკთან“ გამართა და მეორეჯერაც მხოლოდ ფრეს დასჯერდა.
გადაუღებელმა წვიმებმა თვისი კვალი სათამაშო მოედანსაც დაამჩნია და შეხვედრა მეტად ხისტი გამოდგა. მატჩში ლუკა ქაფიანიძემ და ანტონიო როხანომ მცირე ტრავმების გამო ვერ იასპარეზეს. თავად შეხვედრა სერბების უპირატესობით დაიწყო და პირველ 15 წუთში მეტოქემ სამი სახიფათო მომენტი შექმნა. პირველ შემთხვევაში დმიტრო ივანისენიამ განმუხტა სიტუაცია, ორჯერ კი კარი აშკარა ხიფათისგან ესპანელმა გოლკიპერმა ხოსე პერალესმა იხსნა.
ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და თბილისელებმაც მწვავედ შეუტიეს. აღსანიშნავია გუჯა რუხაიას და ლევან შენგელიას დარტყმები. მეორე ტაიმის დებიუტი უკვე თბილისელთა აქტიურობით დაიწყო, მაგრამ 56- ე წუთზე მეტოქემ თბილისელთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში ჯენიჩმა გახსნა. დარჩენილ პერიოდში „დინამო“ ბევრს უტევდა, მეტოქე კონტრშეტევებზე ცდილობდა თამაშს, თუმცა ბოლო წუთამდე არაფერი შეცვლილა. შეხვედრის ბოლოს „დინამოელებმა“ წონასწორობა მაინც აღადგინეს: გიორგი კუხიანიძემ ანგარიში ეფექტური დარტყმით გაათანაბრა და საბოლოოდ შეხვედრა 1:1 დასრულდა.
დინამო 1:1 სპარტაკი
გოლი: 0:1 ჯენიჩი (56), 1:1 კუხიანიძე (90)
დინამო: პერალესი (სიკაჩი 46), რუხაია (გაბიტაშვილი 75), კობოური (აბდელი 54), მონხილი (ძოწენიძე 56), იაშვილი, ივანისენია (ქარდავა 60), პაპავა(კუხიანიძე 46), შენგელია (ნინუა 69), შულაია (ერგემლიძე 65), კუტალია (ზარია 46), კარბია
მომდევნო შეხვედრას თბილისელები ბოსნიურ „შიროკი ბრეგთან” 5 თებერვალს ჩაატარებენ.